დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ მთავრობის წევრებს კოვიდ 19-ზე ტესტირება ჯერჯერობით არ ჩატარებიათ. იმნაძის თქმით, სამედიცინო სფეროში გამოჩნდა ანტისხეულების ტესტები და არაა გამორიცხული, რომ სწორედ ამ ტესტების ჩატარება მოხდეს მთავრობის წევრებისთვის.
„მთავრობის წევრებს კორონავირუსის ტესტი ჯერჯერობით არ უტარდებათ. გამოჩნდა ანტისხეულების ტესტები და ერთ-ერთ ვერსიად განიხილება, რომ ის მაღალი რისკის საჯარო მოხელეები, რომლებიც ვერ შეწყვიტავენ მუშაობას, შესაძლოა მათაც პერიოდულად ჩაუტარდეთ ხოლმე“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.